გრიგოლ გვანია დაიბადა 1969 წლის 4 ივნისს ქ. ფოთში. 1984-87 წლებში დაამთავრა მოსე თოიძის სახელობის თბილისის სამხატვრო სკოლა. 1995-2000 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2000 წლიდან - საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 2005-2010 წლებში - საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი და რეგიონული ორგანიზაციის ფოთის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან - ფოთის ოტია ჯაიანის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი. 2015-2018 წლებში მუშაობდა ხელოვნების სპეციალისტი ვ.გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში. 2017 წელი - გიორგი კაჭარავას ფილმი „ადამიანი“ - მთავარი მხატვარი (ქართული ფილმის სტუდია). 2017 წლიდან - ხელოვანთა გილდიის წევრი